ეროვნული თვითმმართველობა

( ამომრჩეველთა კავშირი )

წევრი
0002
LIVE
ka
en
ru
ანოტაცია
ანოტაცია

1.  მიზანი - მშვიდობა და თავისუფლება.     

2.  ხალხის მმართველობა (ეროვნული თვითმმართველობა) - გზა მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისაკენ. 

3.  ერის გაერთიანება და ერთსულოვნების დამკვიდრება ხალხის მმართველობის განსახორციელებლად, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით, მოსახლეობის კეთილდღეობის მისაღწევად. 

4.  ეროვნული თვითმმართველობა  -  ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტაში ამომრჩეველთა მუდმივი მონაწილეობა, რათა ერი უმრავლესობით, შესაბამისი მექანიზმებით, თვითონ წყვეტდეს და აკონტროლებდეს - ვინ, როდის და რა უნდა აკეთოს ქვეყნის განსავითარებლად და ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად.   

5.  პირადი სარეიტინგო ქულის შესაბამისად, საზოგადოების თითოეულ წევრს ეძლევა შესაძლებლობა დასახელდეს ან დაასახელოს კანდიდატები შიდაპარტიულ არჩევნებში,   მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში.                                                                                                   

6.  საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია გახდეს ამა თუ იმ დონის პოლიტიკური ლიდერი თუ სამეურნეო ხელმძღვანელი, საზოგადოებისაგან მისდამი ნდობის ხარისხის შესაბამისად.                                               

7.  ცვალებადი სარეიტინგო ქულა  განსაზღვრავს გაერთიანების წევრის, როგორც პოლიტიკური და სამეურნეო ლიდერის დონეს და მდგომარეობას, და ამდენად, აიძულებს მას  თავისი საქმიანობით მუდმივად ზრუნავდეს საზოგადოების მხრდაჭერის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე.                                                                   

8.  ქვეყანას მართავენ ის ადამიანები, ვისაც საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა.                                  

9.  ერი თავის წიაღიდან სხვადასხვა დონის პოლიტიკურ ლიდერებად და სამეურნეო ხელმძღვანელებად აქცევს და მუდმივად აკონტროლებს საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ადამიანებს.                                                     

10.  ერის ცნობიერებაში მკვიდრდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინერგება პოლიტიკურ ლიდერთა და სამეურნეო ხელმძღვანელთა ნდობის და ამომრჩევლებისაგან მუდმივად კონტროლის  მექანიზმი. ლიდერი ან ხელმძღვანელი, ვინც საზოგადოების ნდობას ვერ გაამართლებს, ჩამოქვეითდება ან წავა შესაბამისი ასპარეზიდან.   

11.  სარეიტინგო ქულის ანუ საზოგადოების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად გაერთიანების წევრი ცდილობს გაერთიანებაში გააწევრიანოს და ამით პოლიტიკური თუ სამეურნეო საქმიანობის ასპარეზზე გამოიყვანოს საზოგადოების აქტიური და მართვის უნარის მქონე წარმომადგენლები.