მხარდამჭერები
სახელი, გვარი:
ქვეყანა:
რეგიონი:
გიორგი მჭედლიშვილი
საქართველო
შიდა ქართლი
ქულების წარმომავლობა
ბიოგრაფია
06/08/1962
ქ.გორი
1969-79წ. _ ქ. გორის მე-2 საშუალო სკოლა (ოქროს მედალი).
1980-82წწ. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი, რადიოფიზიკის და ელექტრონიკის სპეციალობა;
1982-86წწ. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, მშენებლობის ეკონომიკა-ორგანიზაციის სპეციალობა;
1981-84წწ. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი;
1984-86წწ. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა მეორადი ფაკულტეტი;
1986-89წწ. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა, მშენებლობის ეკონომიკა-ორგანიზაციის სპეციალობით.
სამეცნიერო ხარისხი, წოდება:
1991წ. _ საკანდიდატო დისერტაცია ეკონომიკაში;
კვალიფიკაცია:
2000 წელს მუნიციპალური განვითარების და თვითმმართველობის საკითხებზე სტაჟირება აშშ-ში, აღნიშნულ თემაზე სან-ფრანცისკოს ბერკლის უნივერსიტეტში წავიკითხე ლექცია, ვიყავი თვის სპეკერი;
2002 წელს მაკროეკონომიკის საკითხებზე სტაჟირება პორტუგალიაში, ლისაბონის უნივერსიტეტში;
2007 წელს აგრო ბიზნესის მენეჯმენტის საკითხებზე, მეფუტკრეობის და ბოსტნეულის სასათბურე წარმოების მიმართულებთ სტაჟირება ისრაელში;
2008 წელს ხილის ინტენსიური წარმოების და სამაცივრე ტექნოლოგიების საკითხებში სტაჟირება სერბეთში;
2007-15წწ. _ სერთიფიცირებული აუდიტორი, სერთ.: ზ#4/449 და ზ#6/296. ექსპერტი საწარმოთა ეკონომიკურ ანალიზსა და მათი რეაბილიტაციისა და პერსპექტიული განვითარების გეგმების შედგენაში.
1979-80წწ. – ,,საქსოფლტექნიკის” გორის რაიონული გაერთიანება, მეცხოველეობის ფერმების მემონტაჟე;
1986/7-1986/11წ. _ სამშენებლო ტრესტი #3, ათმეთაური;
1988-90წწ. _ გამაგრილებელი წყლების კოოპერატივ ,,ივერიის” დამფუძნებელი;
1988-90წწ. _ მეთევზეობის კოოპერატივ ,,კობრის” დამფუძნებელი;
1989-96წწ. _ საპროექტო-სამშენებლო ფირმა ,,გონიო”, დამფუძნებელი და დირექტორი;
1989-2006წწ. _ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური პოლიტიკის, ანალიზისა და პროგნოზირების კათედრა _ მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი;
1991-92წწ. _ ქ. გორის საკრებულო, წევრი, ქ. გორისა და გორის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე;
1996-97წწ. _ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის რესპუბლიკური საბჭო;
1997-98წწ. _ შპს ,,გ.გ. აუდიტის” დამფუძნებელი და დირექტორი;
1997-98წწ. _ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომერციული საქმიანობის ფაკულტეტის დეკანი;
1998-2001წწ. _ ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ქ. გორის გამგებელი;
2001 წელი - UშAID - ურბანული ინსტიტუტი, პროგრამა „ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმის ინიციატივა“- საკანონმდებლო-საექსპერტო ჯგუფის კონსულტანტი.
1999-2000წწ. _ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალერი თვითმმართველობის კონგრესის წევრი, კონგრესის ინსტიტუციონალური კომიტეტის წევრი;
2005 წლიდან დღემდე _ ფერმერი (ხილის წარმოება ინტენსიური ტექნოლოგიებით, ხე-ხილის ნერგის წარმოება, ხილის მაცივარი);
2007-09წწ. _ შპს ,,გ.გ. აუდიტის” დირექტორი;
2008 წლიდან დღემდე _ შიდა ქართლის ინტეგრირებული მეთოდებით ხილის მწარმოებელ ფერმერთა არაკომერციული, არამომგებიანი გაერთიანება ,,ქართლის” დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე;
2014-15წწ. _ სახელმწიფო საწარმოების (ღვინის და სპირტის ქარხნები): სს აკურა და შპს გრუზვინპრომი, ფინანსური დირექტორი;
2015-18წწ. _ შპს გრუზვინპრომი, დირექტორი;
2018 წლიდან დღემდე _ შპს ვაკა-ს (ხილის გადამამუშავებელი ქარხანა) დირექტორი.
ინგლისური ( კარგი), რუსული ( კარგი ) დონე