ეროვნული თვითმმართველობა

( ამომრჩეველთა კავშირი )

წევრი
0002
LIVE
ka
en
ru
პროგრამა
პროგრამა

ეროვნული თვითმმართველობის (ამომრჩეველთა კავშირი)

მიზნები და ამოცანები

გაერთიანების პროგრამა

 

 

1. საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მყარი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის განხორციელება;

2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა ნებისმიუერ პირობებში და მუდმივად;

3. ეროვნული ინტერესების და პრიორიტეტების განსაზღვრა საზოგადოებრივი ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით;

4. ეროვნული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და დამკვიდრება ქვეყნის მმართველობის ყველა დონეზე - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტაში ამომრჩეველთა მუდმივი მონაწილეობა, რათა ერი უმრავლესობით, შესაბამისი მექანიზმებით, თვითონ წყვეტდეს და აკონტროლებდეს ვინ, როდის და რა უნდა გააკეთოს ქვეყნის განსავითარებლად და ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად;

შედეგად -

5. პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და სრულყოფა;

6. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავსებადობა და ჰარმონიზაცია ქართველი ერის ისტორიულ, სოციალურ-კულტურულ, რელიგიურ, ტრადიციულ თვითმყოფადობასთან და მათი დაცვის უზრუნველყოფა;

7. ქართველი ერი - ადამიანთა სოციალური, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური ერთობის ფორმაა, რომელიც ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა და რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიაანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები. საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა. ჩვენი მიზანია დაცული იყოს თითოეული ეთნიკური ჯგუფის ინტერესები და გადაიჭრას მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანები; 

8. ქართველი ერის გაერთიანება და ერთსულოვნების დამკვიდრება ხალხის მმართველობის განსახორციელებლად, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით, მოსახლეობის კეთილდღეობის მისაღწევად;

9. როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, ქართული სახელმწიფოებრიობის, მისი კულტურის, ისტორიის, თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციების მაღიარებელი და მხარდამჭერი ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათზე მუდმივი ზრუნვა, საქართველოს ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად და დასაცავად;

10. ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვა. ქართული, როგორც სახელმწიფო ენის სიწმინდეზე ზრუნვა და მისი განვითარების უზრუნველყოფა;

11. თითოეული ადამიანის თვითგანვითარების უზრუნველყოფა ცხოვრების მაღალი დონისა და ხარისხის საფუძველზე;

12. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

13. ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბება, ცოდნის ეკონომიკის დამკვიდრება:

13.1 ქვეყნის რესურსების (ადამიანური, ბუნებრივი და სხვა) მაქსიმალურად გამოყენება ეკონომიკური პოტენციალის და შედეგად, ეკონომიკის გაზრდის მიზნით, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაში და კეთილდღეობის ამაღლებაში უნდა გამოიხატოს;

13.2 საქართველოში წარმოებული საქონლის და გაწეული მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შიდა საერთაშორისო ბაზრებზე;

13.3 ქვეყნის შიდა ბაზრის შექმნა და დაცვა;

13.4 ეროვნული ვალუტის - ქართული ლარის კონვერტირებად ვალუტად გადაქცევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;

13.5 საქართველოს საგარეო ვაჭრობის დადებითი სალდოს, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრების, ასევე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და მისი კონვერტირებადობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, მიღწევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;

13.6 მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების და ინსტიტუტების შექმნა და განვითარება;

14. რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დაცვის, განხორციელების და განვითარების მიზნით.