1.1 საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრებაში არსებულმა რეალობამ - ქვეყანაში არ ფუნქციონირებს არც ერთი რეიტინგული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება ენდობა, რომლისაც სწამს და სჯერა.
1.2 ქვეყანის მოსახლეობის, ქართველი ერის ინტერესების გამომხატველი და თანმიმდევრულად გამტარებელი მაღალრეიტინგული პოლიტიკური ძალა არ არსებობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უწევს ცუდს და კიდე უფრო ცუდს შორის.
1.3 საქართველოში დემოკრატიის ანუ ხალხის მმართველობის არ არსებობამ. ფაქტიურად, ვერც ვირჩევთ და ვერც ვაკონტროლებთ, პასუხს ვერ ვთხოვთ. ქვეყანაში არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს დანერგილი დემოკრატიული მმართველობა შიგნით, პარტიულ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, ბოლო წლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევის შემდგომ, ქვეყანაშიც არ ყოფილა დემოკრატიული მმართველობა. ანუ
ა) კარგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფსევდო, მოჩვენებით დემოკრატიას, სინამდვილეში ვიღებდით ერთი ლიდერის პარტიას და მმართველობას.
ბ) ჩვეულებრივ, ვიღებდით დიქტატურის და ანარქიის ნიშნებით, ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით გაჯერებულ ქაოსურ მმართველბას.
გ) ხოლო უარეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საზოგადოების მოსატყუებლად, ფასადად დეკლარირებულ, დემოკრატიულ ღირებულებებს ამოფარებულ დესპოტიზმს, ტირანიას საკუთარი ხალხის მიმართ და კრიმინალურ მმართველობას.
1.4 საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხელისუფლებაში მოსულ არცერთ პოლიტიკურ ძალას, არც ხელისუფლებაში მოსვლამდე და არც ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, არ შეუქმნია და შესაბამისად არც წარმოუდგენია, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროების და მიმართულებების არსებული მდგომარეობის ანალიზი, დამყარებული ფაქტებზე და რეალურ ციფრებზე ანუ ვინ ვართ და რანი ვართ; არ წარმოუდგენია, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებში მისაღწევი მიზნები ანუ ვინ და რანი გვინდა ვიყოთ და შესაბამისად, არ წარმოუდგენია ქვეყნის და ერის განვითარების და ამ მიზნების მიღწევის გზები, დროში გაწერილი გეგმები და ამოცანები. არ განუსაზღვრია ქართველი ერის ეროვნული ინტერესები და პრიორიტეტები საზოგადოებრივი ცხოვრების და ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ ამ ამოცანების გადაჭრის გზებს გთავაზობთ!
2.1 საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტუკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მყარი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის განხორციელება;
2.2 ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი დაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერ პირობებში და მუდმივად;
2.3 ეროვნული ინტერესების და პრიორიტეტების განსაზღვრა საზოგადოებრივი ცხოვრების და ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით. ეროვნულ ინტერესში შედის ყველაფერი, რაც სახელმწიფოს განვითარების მიზნების მიღწევისა და საკუთარი უსაფრთხოებისათვის საჭიროდ მიაჩნია;
2.4 ეროვნული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და დამკვიდრება ქვეყნის მმართველობის ყველა დონეზე – ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტაში ამომრჩეველთა მუდმივი მონაწილეობა, რათა ერი უმრავლესობით, შესაბამისი მექანიზმებით, თვითონ წყვეტდეს და აკონტროლებდეს ვინ, როდის და რა უნდა გააკეთოს ქვეყნის განსავითარებლად და ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად;
შედეგად -
2.5 სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრება და სრულყოფა;
2.6 ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავსებადობა და ჰარმონიზაცია ქართველი ერის ისტორიულ, სოციალურ-კულტურულ, ტრადიციულ, რელიგიურ თვითმყოფადობასთან და მათი დაცვის უზრუნველყოფა;
2.7 ქართველი ერი – ადამიანთა სოციალური, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური ერთობის ფორმაა, რომელიც ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა და რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები. საქართველო მრავალეროვნული ქვეყანაა. ჩვენი მიზანია დაცული იყოს თითოეული ეთნიკური ჯგუფის ინტერესები და გადაიჭრას მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანები;
2.8 ქართველი ერის გაერთიანება და ერთსულოვნების დამკვიდრება, დემოკრატიული და ზნეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით;
2.9 საქართველოს ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად და დასაცავად, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, ქართული სახელმწიფოებრიობის, ქართველი ერის კულტურის, ისტორიის, თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციების მაღიარებელი და მხარდამჭერი ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათზე მუდმივი ზრუნვა;
2.10 ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვა. ქართული, როგორც სახელმწიფო ენის სიწმინდეზე ზრუნვა და მისი განვითარების უზრუნველყოფა;
2.11 თითოეული ადამიანის მაღალზნეობრივი აღზრდის, სულიერი ღირებულებების დაცვის, თვითგანვითარების, თვითგამოხატვის და საკუთარი უნარების რეალიზების შესაძლებლობების უზრუნველყოფა ცხოვრების მაღალი დონისა და ხარისხის საფუძველზე;
2.12 დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
2.13 ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბება, ცოდნის ეკონომიკის დამკვიდრება:
2.13.1 ქვეყნის რესურსების (ადამიანური, ბუნებრივი და სხვა) მაქსიმალურად გამოყენება ეკონომიკური პოტენციალის და შედეგად, ეკონომიკის გაზრდის მიზნით, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდაში და კეთილდღეობის ამაღლებაში უნდა გამოიხატოს;
2.13.2 საქართველოში წარმოებული საქონლის და გაწეული მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე;
2.13.3 ქვეყნის შიდა ბაზრის შექმნა და დაცვა;
2.13.4 ეროვნული ვალუტის – ქართული ლარის კონვერტირებად ვალუტად გადაქცევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
2.13.5 საქართველოს საგარეო ვაჭრობის დადებითი სალდოს, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრების, ასევე, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და მისი კონვერტირებადობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის, მიღწევის დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
2.13.6 მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების და ინტიტუტების შექმნა და განვითარება;
2.14 რეფორმების გატარება ქვეყნის პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში, ქართველი ერის ეროვნული ინტერესების დაცვის და განხორციელების, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით.
3.1 საქართველოს ამომრჩევლები ქმნიან კავშირს, რომლის მიზანია ეროვნული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და დამკვიდრება, რაც ნიშნავს – ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტაში ამომრჩეველთა მუდმივ მონაწილეობას, რათა ერი უმრავლესობით, შესაბამისი მექანიზმებით, თვითონ წყვეტდეს და აკონტროლებდეს ვინ, როდის და რა უნდა აკეთოს ქვეყნის განსავითარებლად და ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად.
4.1 ქვეყანას მართავენ ის ადამიანები, ვისაც საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა.
4.2 საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია გახდეს ამა თუ იმ დონის პოლიტიკური ლიდერი, თუ სამეურნეო ხელმძღვანელი – საზოგადოებისგან მისდამი ნდობის ხარისხის შესაბამისად, რომელიც მის სარეიტინგო ქულაში აისახება.
4.3 პირადი სარეიტინგო ქულის შესაბამისად, საზოგადოების თითოეულ წევრს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში.
4.4 ერი თავის წიაღიდან სხვადასხვა დონის პოლიტიკურ ლიდერებად და სამეურნეო ხელმძღვანელებად აქცევს და მუდმივად აკონტროლებს საზოგადოების ნდობით აღჭურვილ ადამიანებს.
5.1 ცვალებადი სარეიტინგო ქულა განსაზღვრავს გაერთიანების წევრის, როგორც პოლიტიკური და სამეურნეო ლიდერის დონეს და მდგომარეობას, და ამდენად, აიძულებს მას თავისი საქმიანობით მუდმივად ზრუნავდეს საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე;
5.2 ერის ცნობიერებაში მკვიდრდება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინერგება პოლიტიკურ ლიდერთა და სამეურნეო ხელმძღვანელთა ნდობის და მხარდამჭერთაგან, ამომრჩეველთაგან მუდმივად კონტროლის მექანიზმი. ლიდერი ან ხელმძღვანელი, ვინც საზოგადოების ნდობას ვერ გაამართლებს, ჩამოქვეითდება ან წავა შესაბამისი ასპარეზიდან;
5.3 სარეიტინგო ქულის ანუ საზოგადოების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და გასაზრდელად, საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად და დასახული მიზნის მისაღწევად, გაერთიანების წევრი ცდილობს გაერთიანებაში გააწევრიანოს და ამით, პოლიტიკური, სამეურნეო საქმიანობის ასპარეზზე გამოიყვანოს საზოგადოების აქტიური და მართვის უნარის მქონე წარმომადგენლები. შედეგად, გაერთიანების წევრი, რაც უფრო ამბიციურია, მოტივირებულია, მიზანდასახულია და საზოგადოების მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, მით მეტ აქტიურ და ამბიციურ მოქალაქეს გააერთიანებს ამომრჩეველთა კავშირში. ამბიცია, როგორც ადამიანის მისწრაფება იყოს მნიშვნელოვანი და გამორჩეული, როგორც მიზანი, სურვილი, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გვევლინება დამნაწევრებელ, დამპირისპირებელ ძალად და ფაქტორად, ამ შემთხვევაში საზოგადოების შემაკავშირებელ, შემდუღაბებელ, გამაერთიანებელ და გამაძლიერებელ ფუნქციას იძენს. რაც უფრო ამბიციურია გაერთიანების თითოეული წევრი, მით უფრო ცდილობს საკუთარი რეიტინგის გაზრდას და მით უფრო მეტი ახალი აქტიური ადამიანი გამოჰყავს ასპარეზზე, მით უფრო მრავალრიცხოვანია ამომრჩეველთა კავშირი და მით უფრო ხელი ეწყობა ეროვნული თვითმმართველობის განხორციელებას, რომლის მიზანიც ქართველი ერის გაერთიანება და ერთსულოვნების დამკვიდრებაა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით. დემოკრატია ანუ ხალხის მმართველობა კი არის გზა მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისაკენ.
6.1 გაერთიანების წევრი ერთ სარეიტინგო ქულას ანიჭებს ამავე გაერთიანების რომელიმე წევრს (,,სუბიექტი”), რომლის თაობაზეც თანხმობას წერილობით ადასტურებს გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადებაში ან სხვა შესაბამის დოკუმენტში, ხოლო 0,1 სარეიტინგო ქულა ენიჭება ,,სუბიექტისგან” ერთი სარეიტინგო ქულის მიმღებ გაერთიანების წევრს;
6.2 გაერთიანების წევრს უფლება აქვს მისგან გაცემული ერთი სარეიტინგო ქულა, წერილობითი განცხადების საფუძველზე, გადასცეს გაერთიანების სხვა ,,სუბიექტს” ან გაითხოვოს გაერთიანებიდან სხვა ,,სუბიექტზე” გადაცემის გარეშე. შესაბამისად, შეიცვლება 0,1 სარეიტინგო ქულის მიმღები ,,სუბიექტები”;
6.3 გაერთიანების დარბაზის გადაწყვეტილების შესაბამისად, გაერთიანების წევრი, მისგან ერთი სარეიტინგო ქულის მიმღებს, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობით მატებს ქულათა გარკვეულ რაოდენობას, ხოლო არ მონაწილეობით – აკლებს:
0,1 ქულას მატებს გაერთიანების ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობით, ხოლო ყოველ ორ ღონისძიებაში არ მონაწილეობით აკლებს 0,1 ქულას;
0,2 ქულას მატებს გაერთიანების რეგიონალ ღონისძიებებში მონაწილეობით, ხოლო ყოველ ოთხ ღონისძიებაში არ მონაწილეობით აკლებს 0,2 ქულას;
0,3 ქულას მატებს გაერთიანების რესპუბლიკურ ღონისძიებებში მონაწილეობით, ხოლო ყოველ ათ ღონიძიებაში არ მონაწილეობით აკლებს 0,3 ქულას.
გაერთიანების წევრთა სხვადასხვა დონის ღონისძიებებში მონაწილეობისას სარეიტინგო ქულათა ცვლილების ეს სქემა გათვლილი და გამიზნულია, როგორც მასტიმულირებელი ფაქტორი, გაერთიანების ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის.
6.4 გაერთიანების დარბაზის გადაწყვეტილებით, ცალკეული ღონისძიებებისთვის, შეიძლება დაწესდეს სარეიტინგო ქულის ცვლილების განსაკუთრებული წესები.
7.1 გაერთიანების წევრის რეიტინგი, მაჩვენებელია, თუ რამდენად დიდია საზოგადოების, ამომრჩეველთა მხრიდან მის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა;
7.2 გაერთიანების წევრს, რაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მით მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს და აღიარებს, როგორც საზოგადოების ლიდერს;
7.3 რეიტინგის სიდიდე განსაზღვრავს მის ლეგიტიმაციის, აღიარების დონეს და ეძლევა უფლება შიდაპარტიულ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში დაიკავოს ესა თუ ის პარტიული, პოლიტიკური თუ სამეურნეო თანამდებობა;
7.4 გაერთიანების წევრს უფლება აქვს, საკუთარი სარეიტინგო ქულის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს შიდა პარტიულ არჩევნებში:
7.4.1 100-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დასახელდეს, აგრეთვე, დაასახელოს გაერთიანების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, სხვა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობის იმდენი კანდიდატი შიდა პარტიულ არჩევნებში, რამდენ მთელ რიცხვჯერაც მის სარეიტინგო ქულაში მოთავსდება რიცხვი 100;
7.4.2 200-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დასახელდეს, აგრეთვე, დაასახელოს გაერთიანების და საქართველოს რეგიონული თვითმმართველობის და მმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, სხვა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობის იმდენი კანდიდატი შიდა პარტიულ არჩევნებში, რამდენ მთელ რიცხვჯერაც მის სარეიტინგო ქულაში მოთავსდება რიცხვი 200;
7.4.3 300-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დასახელდეს, აგრეთვე, დაასახელოს გაერთიანების და საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების, ასევე, სხვა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობის იმდენი კანდიდატი შიდა პარტიულ არჩევნებისთვის, რამდენ მთელ რიცხვჯერაც მის სარეიტინგო ქულაში მოთავსდება რიცხვი 300;
8.1 ეროვნული თვითმმართველობის წევრი პასუხისმგებელია საკუთარი სარეიტინგო ქულით:
8.1.1. მასზე ერთი სარეიტინგო ქულის მიმნიჭებელი წევრის საქმიანობაზე. ანუ, გაერთიანების წევრი პასუხისმგებელია იმ წევრის საქმიანობაზე, ვისაც ის ნდობას უცხადებს, შუამდგომლობას უწევს გაწევრიანებაზე;
8.1.2. მისგან ერთი სარეიტინგო ქულის მიმღები წევრის საქმიანობაზე, ანუ წევრი პასუხისმგებელია მის გაწევრიანებაზე შუამდგომლობის გამწევზე, ანუ ვისაც ის ერთ სარეიტინგო ქულას ანიჭებს;
8.1.3. კანდიდატურის დასახელებისას - მის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევის, დამტკიცების შემდგომ, მისი საქმიანობის შედეგებზე;
8.2. პასუხისმგებლობის ხარისხს და ზომას განსაზღვრავს გაერთიანების დარბაზი.
9.1 ეროვნული თვითმმართველობის წევრად დასარეგისტრირებლად:
ა) საქართველოს მოქალაქე ავსებს გაერთიანების ვებგვერდზე განაცხადის ფორმას, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, უთითებს გაერთიანების იმ წევრის სახელს, გვარს და პირად ნომერს, ვისაც უნდა რომ მიანიჭოს ერთი სარეიტინგო ქულა;
ბ) შევსებულ განაცხადს, პირველ რიგში, განიხილავს თქვენგან ერთი სარეიტინგო ქულის მიღების კანდიდატი და მისი თანხმობის შემთხვევაში, თქვენი განაცხადის განხილვა გაგრძელდება გაერთიანების შესაბამის სამსახურებში;
გ) პასუხი გეცნობებათ, გაწევრიანებაზე განაცხადის შევსებიდან, მაქსიმუმ 60 კალენდარული დღის ვადაში.
10.1 თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხს იპოვნით ეროვნული თვითმმართველობის (ამომჩეველთა კავშირის) ვებგვერდზე:
www:nsg.org.ge
tel.: +995 596 575 000
e-mail: nsg.org.info@gmail.com
საკონტაქტო პირი:
გიორგი მჭედლიშვილი
10.2 პარტიის მიზნების, საქმიანობის და წევრების შესახებ ყველა ინფორმაცია საჯაროა.