გვინდა გაუწყოთ, საქართველოში, სრულიად ახალი შინაარსის, მიზნების და პროგრამის მქონე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ, რომელიც უახლოეს თვეებში, ვფიქრობთ, პოლიტიკურ გაერთიანებად - პარტიად გარდაიქმნება.
ლოგიკურია, ალბათ, თქვენის მხრიდან კითხვების გაჩენა, თუ რა არის სიახლე ჩვენი მოძრაობის შინაარსში? რა განსხვავებული მიზნები და ამოცანები გვაქვს? რით გახდება ის საინტერესო, მიმზიდველი და ,,თავისი“, ,,ახლობელი” საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის?
დიალოგის დასაწყებად, ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო ზოგიერთ კითხვას, თქვენს მაგივრად, ჩვენ თვითონ დავსვავთ და პასუხებსაც მოგახსენებთ. შემოთავაზებული კითხვა-პასუხი, დარწმუნებულები ვართ, სხვა მრავალ ახალ კითხვას, დაინტერესებას და ვფიქრობთ, მხარდამჭერასაც წარმოშობს, რადგან ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი ქართული საზოგადოების, ქართველი ერის გაერთიანებაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გასატარებლად და დასაცავად, ამიერიდან, ყველგან და ყოველთვის.
არ დაგვიკლია ძალისხმევა შეგვექმნა, თქვენს სამსჯავროზე გამოგვეტანა და ქვეყნის საზოგადოებრივ და შემდგომ პოლიტიკურ ცსოვრებაში დასანერგად შემოგვეთავაზებინა, ქართველი ერის, საქართველოს თვითოეული მოქალაქის ინტერესების გამომხატველი - საზოგადოებრივი მოძრაობა, ხოლო შემდგომში, საზოგადოებრივი მოძრაობის განვითარების შესაბამისი ზღვრის მიღწევის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ეროვნული თვითმმართველობა (ამომრჩეველთა კავშირი)“.
კითხვების და პასუხების სანახავად, გთხოვთ, მთავარ გვერდზე ჩართეთ ღილაკი ,,კითხვები“.
თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვა მოგვწერეთ მთავარი გვერდის ღილაკით ,,კონტაქტი“. მიიღებთ ამომწურავ პასუხებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა
ეროვნული თვითმმართველობა (ამომრჩეველთა კავშირი)
საინიციატივო ჯგუფის სახელით:
გიორგი
მჭედლიშვილი
ტელ.: + 995 551 509 504
e-mail: nsg.org.info@gmail.com